რა პერიოდულობით უნდა მოვრწყოთ მცენარეები?

 რამდენად ხშირად უნდა მორწყოთ მცენარეები? ამის ერთი წესი არ არსებობს - ყველა მცენარეს განსხვავებული მორწყვის საჭიროება აქვს: თუკი ზოგიერთ ხეს ან მცენარეს ყოველდღიური მორწყვა სჭირდება, სხვას შესაძლოა, კვირაში, თვეში ანდაც უფრო დიდი პერიოდულობით არ სჭირდებოდეს წყალი. ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებშიც კი, იმისთვის, რომ მიწა კარგად იყოს წყლით გაჟღენთილი, უმჯობესია, მცენარეები ყოველ სამ ან ოთხ მოვრწყოთ.

ზოგადი რეკომენდაციის მიხედვით, მცენარეები უნდა მოვრწყოთ იშვიათად, მაგრამ უნდა დატენიანდეს ღრმად, რათა ტენიანობა ხანგრძლივად შეინარჩუნოს, არ გამოშრეს და არ გამოიფიტოს მიწა, ფესვები ღრმად და მყარად ჩაიზარდოს ნიადაგში და მცენარემ შეინარჩუნოს ჯანმრთელობა. ის მცენარეები, კი, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ წყალს, აუცილებლად მისთვის შესაბამის პირობებში უნდა ვამყოფოთ.

იმისთვის, რომ პროცესი მარტივი იყოს და ერთი მცენარისთვის დასაშვები წყლის რაოდენობამ ზიანი არ მიაყენოს მეორეს - როგორ უნდა მოიქცეთ? დასაწყისისთვის, უმჯობესია დააჯგუფოთ მცენარეები იმის მიხედვით, თუ მორწყვის როგორი საჭიროება აქვთ, ამით თავიდან აირიდებთ უსიამოვნებებს და მცენარეებიც სწორად შეძლებენ განვითარებას.