ჩვენ შესახებ

chven-shesaxeb-fotoჩვენ ვართ პროფესიონალი მებააღებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც, მრავალი წლის განმავლობაში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილებით გაალამაზებს, გააჯანსაღებს და გაასუფთავებს თქვენს ეზოებსა და ბაღებს.

მოგეხსენებათ, რომ სრულფასოვანი და ხარისხიანი დროის გატარება სახლში ძალიან მნიშვნელოვანია. ლამაზი და ჯანსაღი ეზო კი კიდევ უფრო მყუდროს გახდის თქვენს გარემოს.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ ორგანიზაციების, სასტუმროების, საკუთარი სახლების, აგარაკების, ბაღების, სკვერებისა და პარკების გამწვანებისა და საბაღე მომსახურებას როგორც ერთჯერადი, ასევე ხანგრძლივი, სახელშეკრულებო მომსახურების სახით. 

განსაკუთრებით, თუკი საკუთარი სახლი ან სასტუმრო გაქვთ, უკეთ გეცოდინებათ, დიდი, ხასხასა და ლამაზი ეზო რამხელა მნიშვნელობისა და დატვითვისაა ყველა სეზონზე.

შეიქმენით მყუდრო და კომფორტული გარემო მებაღის გუნდთან ერთად და განიტვირთეთ თქვენს ლამაზ ეზოსა და ბაღში, სადაც სამსახურიდან მისულს შეგეძლებათ ფინჯანი ყავით/ჩაით მშვიდად დაისვენოთ, სუფთა ჰაერით ისუნთქოთ და დატკბეთ მწვანე, ჯანსაღი, ლამაზი ხეებითა და მცენარეებით.

ჩვენი დახმარებით, შეგიძლიათ, ეზოში უამრავი მწვანე მცენარე, ყვავილი და ხეხილის ხე დარგოთ, დათესოთ ბალახი, ჩაატაროთ მორწყვისა და შეწამვლის სამუშაოები, დააგოთ ულამაზესი ბილიკები, განათავსოთ დეკორაციული ორნამენტები, განათება, მოაწყოთ სპეციალური ზონა ბავშვებისთვის...

შესაძლებლობები დაუსრულებელია მებაღის გუნდთან ერთად!

გახსოვდეთ, ჰარმონია სიმწვანეშია!