კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს კომპანიის „მებაღე გე“ (შემდგომში – კომპანია) ვებგვერდის, mebage.ge-ის (შემდგომში – ვებგვერდი) მომხმარებელთა კონფიდენციალურობისა და ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვის მიზნით მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებსა და მათი შენახვის წესს.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა ემსახურება მომხმარებელთათვის განმარტებას, თუ რა ფორმით ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ მათ კონფიდენციალურ ინფორმაციას, როცა სტუმრობენ ჩვენს ვებგვერდს. ასევე, აწვდის მომხმარებლებს ინფორმაციას, რა უფლებები აქვთ მათ და განსაზღვრავს, ვის შეიძლება დაუკავშირდნენ კითხვების/მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რათა გაიგოთ როგორ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები და როგორ ვიცავთ ჩვენ მათ.

ჩვენი ვებგვერდის, mebage.ge-ის გამოყენებისას, შესაძლოა შევაგროვოთ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია, მაგალითად:

ჩვენი კომპანია ვებგვერდის საშუალებით გთავაზობთ ურთიერთობის გამარტივებულ ფორმას – კომპანიასთან კომუნიკაცია შესაძლებელია თქვენი მონაცემებისა (მაგალითად, სახელის, ტელეფონის ნომრის, ელ.ფოსტის გამოყენებით) და შეტყობინების ტექსტის შეყვანის, ასევე, კომპანიის ელ.ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

კომპანია უფლებამოსილია, რომ შეაგროვოს, დაამუშავოს, შეინახოს და საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაცნობა (პერსონალური მონაცემის სრული განმარტება მოცემულია საქართველოს კანონში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“). კომპანიის მიერ თქვენი პირადი მონაცემები მუშავდება ავტომატიზებული და არაავტომატიზებული აღჭურვილობით.

შესაბამისად, ვებგვერდით სარგებლობის გასაუმჯობესებლად და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის, შესაძლებელია გამოყენებული იქნას მომხმარებელთა მოკლე ტექსტური ფაილები, რომლებიც მომხმარებლის ბრაუზერში ინახება (ე.წ. Cookies).

გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ კომპანიის მიერ უზრუნველყოფილია კონკრეტული უსაფრთხოების ზომების დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული მონაცემთა არამიზნობრივი და არაუფლებამოსილ პირთა მიერ მათი გამოყენება, დაკარგვა და სხვ.

კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას და მათ იცავს მესამე პირებისგან. მესამე პირებისათვის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება დაიშვება იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 

მომხმარებელს აქვს უფლება, რომ ნებისმიერ დროს მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

ასევე, მას უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია საკუთარი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, წაშლის ან განადგურების შესახებ. 

მომხმარებლის მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, კომპანია ვალდებულია, რომ გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მომხმარებელს აცნობოს უარისა და უარის თქმის საფუძვლის შესახებ. 

გარდა ამისა, თუ კომპანია ჩათვლის, რომ მასთან არსებული მონაცემები არასრული, არაზუსტი ან გასაახლებელია, მომხმარებლის მოთხოვნის გარეშე, კომპანია უფლებამოსილია გაასწოროს ან განაახლოს მონაცემები და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს.