ვაკანსიები

კომპანია „მებაღე.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.
mebagis-vakansia

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ პროფესიონალი მებაღეეებისგან დაკომპლექტებულ გუნდს და სიამოვნებით აკეთოთ თქვენთვის საყვარელი საქმე. დაგხვდებათ ძალიან კარგი და მეგობრული გარემო, შეძლებთ თქვენი უნარ-ჩვევების განვითარებას, გამრავალფეროვნებასა და კიდევ უფრო მეტად დახვეწას.

მებაღის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

  • ბაღისა და ეზოს დალაგება-დასუფთავება
  • ხეებისა და მცენარეების გასხვლა-მოწესრიგება
  • ბალახის დათესვა, საფარის შექმნა და მოვლა
  • წამლობითი სამუშაოების ჩატარება
  • ხეების მოჭრა-გადაბელვა
  • ნარგავების/მცენარეების დათესვა-გადარგვა
  • ბალახის გათიბვა, გაზონის გაკრეჭვა
  • ლანდშაფტის დიზაინის შექმნა-კორექცია
  • ბილიკებისა და ტერასების მოწყობა
  • გამწვანებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება
  • ტერიტორიის დალაგება, ნარჩენების შეგროვება/გატანა და სხვ.

პირობები:
გამოცდილება: სასურველია, გქონდეთ ამ მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
ანაზღაურება: 500-დან 1500 ლარამდე;
სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ მეილზე -  info@mebage.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 592-05-20 00.

მებაღის გუნდი წარმატებებს გისურვებთ!